GITA – ს მხარდაჭერით, თბილისი ანგელოზ ინვესტორთა მე-3  საერთაშორისო სამიტს მასპინძლობს

GITA – ს მხარდაჭერით, თბილისი ანგელოზ ინვესტორთა მე-3 საერთაშორისო სამიტს მასპინძლობს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით,
ქართული კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენის,
ინვესტიციების მოზიდვისა და ევროპის ქვეყნებთან ბიზნეს კავშირების
გაღრმავების მიზნით, თბილისი, უკვე მესამედ, ანგელოზ (ადრეული ეტაპის)
ინვესტორთა საერთაშორისო სამიტს მასპინძლობს.
სამიტის ფარგლებში, საქართველოს სტუმრობენ ევროპის ანგელოზ
ინვესტორთა ქსელის (EBAN) წარმომადგენლები და ინვესტორები
საბერძნეთიდან, სლოვენიიდან, საფრანგეთიდან და ესტონეთიდან. ვიზიტის
მიზანია საქართველოში „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის გაძლიერება
და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია, ინვესტორების
დაინტერესებისა და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი საინვესტიციო
შესაძლებლობების შექმნის საშუალებით.
ვიზიტის პროგრამა მოიცავს შეხვედრებს ადგილობრივი ტექნოლოგიური
ბიზნესის წარმომადგენლებთან, პანელურ დისკუსიებს, ვორქშოფებს,
პრეზენტაციებს, ნეთვორქინგსა და სპეციალურ “ფიჩინგ ვორქშოფს” (Pitching
workshop) სტარტაპებისთვის. ღონისძიებებისას განიხილავენ საქართველოს
სტარტაპ ეკოსისტემას, ტექ-ბიზნესში ინვესტირების შესაძლებლობებს, პრე-
აქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამებსა და მათ როლს
ინვესტირებისთვის სტარტაპების მომზადების პროცესში. “ფიჩინგ ვორქშოფი”
კი წინასწარ დარეგისტრირებულ ადგილობრივ ტექნოლოგიურ კომპანიებს
შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ საკუთარი საინვესტიციო პროექტების
წარდგენა ინვესტორების წინაშე.
სტარტაპის დამფუძნებლები, რომლებსაც სურვილი აქვთ, “ფიჩინგ
ვორკშოპის” ფარგლებში, საკუთარი კომპანიები წარადგინონ ქართველი და
უცხოელი ინვესტორების წინაშე, უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე:
https://forms.gle/BRWa4n8QQeSj9pDG7.
სამიტის ფარგლებში ასევე გაიმართება Founder Institute-ის პანელური
დისკუსია/ვორქშოფი სტარტაპების დაფინანსების თემაზე. ღონისძიებაზე
გამოცდილი ვენჩერული კაპიტალისტები და ანგელოზ ინვესტორები
დეტალურად განიხილავენ კომპანიისთვის ინვესტიციის მოზიდვის გზებს. ანგელოზ ინვესტორთა ვიზიტი დედაქალაქში თანადაფინანსებულია
თბილისის მერიისა და ევროკავშირის მიერ. ბიზნეს აქსელერატორი “სპარკი”
და საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი „აქსელი“ მომავალშიც
განაგრძობენ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშემწყობ პროგრამებს.

მსგავსი სიახლეები

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

საქართველოში წლიური ინფლაციის ტემპი დაჩქარდა – საქსტატის თანახმად, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა, რაც ბოლო რაც ბოლო 11 თვის განმავლობაში ინფლაციის…
აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელი აქტიურად ვითარდება სხვადასხვა პროექტებით. ამის შესახებ დავითაშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე…
საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ შეხვედრაზე

საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ…

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ევროპისა და აზიის შეხვედრის წერტილში მყოფი საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით, რომელიც განვითარებად ბაზრებზე განუმეორებელ წვდომას უზრუნველყოფს.…